განათლების რეფორმით ვცვლით იმ დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა | ლაშხი
"მინდა შევახსენო მათ, ვისად დაავიწყდა - სასკოლო ინფრასტრუქტურა პოლიტიკური სპეკულაციის ადგილი არ არის...ქალბატონო ტატა [გახარია საქართველოსთვის დეპუტატი, ტატა ხვედელიანი] თქვენ, როგორც ჩანს, არჩიეთ ჟურნალისტობა. დადიხართ მიკროფონით სკოლიდან სკოლაში და იმის მაგივრად, რომ რეალურად პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოთ, სამწუხაროდ, ამას აკეთებთ მხოლოდ კადრისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესისათვის... განათლების რეფორმით რეალურად ვცვლით იმ დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც წლების განმავლობაში ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ საკმაოდ რთული დაღი დაასვა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ აფორიქადნენ ისინი, ვინც სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს. მათ შორის, თვითგამოცხადებული სკოლის დამცველებიც და სწორედ ეს ხსნის იმ ჟურნალისტობას თუ სხვადასხვა განცხადებებს, რომელსაც თქვენი მხრიდან ვიცნობთ. " | განაცხადა ოცნების დეპუტატმა ლაშხმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.