NATO-ს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს - ხან ხილული, ხან კი უხილავი | რუტე
"ნატოს ჰიბრიდულ თავდასხმებთან დაკავშირებით რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს - ხან ხილული, ხან კი უხილავი | განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მათ ეს იციან" | ამბობს რუტე.
რუსეთი ცდილობს ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს. ის წარმატებას ვერ აღწევს ბრძოლის ველზე და ვერ ახერხებს ჩვენი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას" | ამბობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.