პუტინმა იურიდიულ პირებსა და ინდმეწარმეებს რუსეთიდან აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნაღდი ფულის გატანა აუკრძალა
პუტინმა იურიდიულ პირებსა და ინდმეწარმეებს რუსეთიდან აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნაღდი ფულის გატანა აუკრძალა. შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
„დაწესდეს აკრძალვა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, თანხის ოდენობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის ნაღდი ვალუტის გატანაზე რუსეთის ფედერაციიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და უზბეკეთის რესპუბლიკაში“, | ნათქვამია დოკუმენტში.
ფიზიკურ პირებს აღნიშნულ ქვეყნებში 1 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გატანა ეკრძალებათ.