კიმ ჩენ ინი ჩემი მეგობარია... მე, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში, ვინც მას მოსწონს. მას მართლაც აქვს ბირთვული პოტენციალი | ამის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა ჟურნალისტებთან.
"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მაშინ სხვა პრეზიდენტი გყავდათ და მათ შეეძლოთ მისი შეჩერება. კიმ ჩენ ინი ჩემი მეგობარია. მას მე მოვწონვარ. ბევრი სხვა ადამიანი არ მოსწონს. მე, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში, ვინც მას მოსწონს. ამის თქმის გამო დიდი კრიტიკა მხვდება. ხალხი ამბობს: „ეს საშინელებაა“. მას მართლაც აქვს ბირთვული პოტენციალი, დიდი ბირთვული [შესაძლებლობა], ჩვენნაირი არა, მაგრამ მას აქვს ბირთვული პოტენციალი. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ პრეზიდენტები, რომლებმაც არ გააკეთეს ის, რაც მე გავაკეთე" - განაცხადა ტრამპმა.