უცხოეთი ციტატა

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ, მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს... დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალშიც განმტკიცდება ჩვენი ხალხების სასიკეთოდ | პუტინი

30 სექტემბერი, 2026 - 10:58

"პატივცემულო ბადრა ზურაბის ძევ, მიიღეთ გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული არის აფხაზეთის ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთსულოვნების სიმბოლო, რომელმაც დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ და მშვიდობიან ცხოვრებაზე.

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ, მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალშიც განმტკიცდება ჩვენი ხალხების სასიკეთოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.

რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური დახმარების გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ხოლო აფხაზეთის ყველა მოქალაქეს - ბედნიერებასა და კეთილდღეობას" | რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.