უცხოეთი

საფრანგეთში მოსწავლეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს

30 სექტემბერი, 2026 - 11:49

საფრანგეთში მოსწავლეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს | ინფორმაციას BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესმას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. ოფიციალური ინფორმაციით, აქციებზე, სულ მცირე 10 მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე დაშავდა, ასევე დაშავდა 48 პოლიციელი. საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ განაცხადა, რომ მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება, გამოიყენებოდეს ძალადობის გასამართლებლად. გამოცემა წერს, რომ გაფიცვაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, საავადმყოფოების თანამშრომლები და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მათ შორის დაბალ ხელფასსა და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. ლორან ნუნიესის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებში, სულ მცირე, 200 000 ადამიანი მონაწილეობდა.