უცხოეთი

დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, ჩამოვარდა და ერთ-ერთი სოფლის მახლობლად აფეთქდა

30 სექტემბერი, 2026 - 12:16
30 სექტემბრის დილას დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, ჩამოვარდა და ერთ-ერთი სოფლის მახლობლად აფეთქდა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. პოლიციამ დააზუსტა, რომ ჩამოვარდნამდე დრონი ბენდერის (ოკუპირებული დნესტრისპირეთი) თავზე შენიშნეს. მათივე ცნობით, ტერიტორია შემოსაზღვრულია, შემთხვევის ადგილზე კი პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფები მუშაობენ.