უცხოეთი

ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში უკვე დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიის 125 კვადრატულ კილომეტრზე მეტი | ზელენსკი

30 სექტემბერი, 2026 - 16:49

შევხვდი მეომრებს, რომლებიც ამოცანებს ლიმანის მიმართულებით ასრულებენ და სახელმწიფო ჯილდოებით დავაჯილდოვე... ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში უკვე დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიის 125 კვადრატულ კილომეტრზე მეტი | წერს წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

"თავადი მსტისლავ მამაცის სახელობის 66-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მართვის პუნქტი. დღეს აქ შევხვდი მეომრებს, რომლებიც ამოცანებს ლიმანის მიმართულებით ასრულებენ და სახელმწიფო ჯილდოებით დავაჯილდოვე. ვესაუბრე ბრიგადის მეთაურს იმ ამოცანების შესახებ, რომლებსაც ქვედანაყოფი ასრულებს, და ბრიგადის საჭიროებებზე.

66-ე ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამ, ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში, მესამე არმიული კორპუსის შემადგენლობაში შემავალ სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, უკვე დააბრუნა უკრაინის კონტროლქვეშ ჩვენი ტერიტორიის 125 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.

გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია" | წერს ზელენსკი.