ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს
ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს | ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. მათი ცნობით, Flydubai აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა ფრენა შეჩერდება, სანამ გრძელდება გამოძიება კომპანიის ერთ-ერთი პილოტის მიერ ისრაელელებით სავსე თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობის საქმეზე.
„ეს დროებითი შეჩერება საშუალებას მისცემს შესაბამის უწყებებს, გააგრძელონ მუშაობა და დაადგინონ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ფაქტი“ - აცხადებს flydubai-ს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, გუშინ Flydubai-ს რეისზე პილოტი მეორე პილოტს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი მგზავრებმა გაანეიტრალეს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.