უცხოეთი ციტატა

პილოტი შესაძლოა ტერორისტი იყო, ან იქნებ შეშლილი. მან მეორე პილოტი დანით დაჭრა | ტრამპი flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე

1 ოქტომბერი, 2026 - 10:55

პილოტი შესაძლოა ტერორისტი იყო, ან იქნებ შეშლილი.მან მეორე პილოტი დანით დაჭრა | ამის შესახებ ანაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე.

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც ჩანს, თანაპილოტი შესაძლოა ტერორისტი იყო, ან იქნებ შეშლილი. მან მეორე პილოტი დანით დაჭრა... ეს არის ისტორია, რაც მე მოვისმინე. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ ეს არის ამბავი, რაც ბიბისგან შევიტყვე" | განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, გუშინ Flydubai-ს რეისზე პილოტი მეორე პილოტს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი მგზავრებმა გაანეიტრალეს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.