პოლიცია თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკს
პოლიცია თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკს - ადგილიდან კადრები თავად ბიზნესმენის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
"Sos! ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თამაზ ელიზბარაშვილს ორი დღის წინ თავს დაესხა სავარაუდოდ იმედის ჟურნალისტების 8 კაციანი ჯგუფი! ახლა კი აქეთ აკავებენ და ჩხრეკენ თამაზს!" - წერს ადვოკატი ია სირანაშვილი სოციალურ ქსელში.
"მთავარს" შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.