აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქრისტა პაიკი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა
აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქრისტა პაიკი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა | ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ნეშვილის ციხეში პატიმარს სასიკვდილო ინექციის ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა მისი გული კვლავ ფეთქავდა და ის სუნთქვას განაგრძობდა. მათივე ცნობით, დაცვის მხარის გადაუდებელი შუამდგომლობისა და მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროცესი შეჩერდა და პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო ექსპერტის თქმით, პრეპარატმა სისხლში საჭირო კონცენტრაციას ვერ მიაღწია, ხოლო რეანიმაციის დაგვიანების გამო შესაძლოა პატიმარს ტვინის დაზიანება მიეღო. ადვოკატების განცხადებით, პროცედურა ვენების დაზიანებისა და პრეპარატის გაუმართაობის გამო ჩავარდა. თავის მხრივ, ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ირწმუნება, რომ უწყებამ კანონიერი პროტოკოლი სრულად დაიცვა.
ქრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა 1996 წელს, 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა. ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი ერთადერთი ქალია.