უცხოეთი

ისრაელის პრეზიდენტი ავიაკომპანია flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ მგზავრს, მათ შორის ქართველ-ებრაელ ექიმს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს

1 ოქტომბერი, 2026 - 12:16
ისრაელის პრეზიდენტი ავიაკომპანია flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ მგზავრს, მათ შორის ქართველ-ებრაელ ექიმს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს | ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
 
"ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი დაუყოვნებლივ მიეხმარნენ ეკიპაჟს, შევიდნენ კაბინაში და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიმორჩილეს თავდამსხმელი, ხოლო ჰაიუნმა თვითმფრინავის მართვის კონტროლი შეინარჩუნა. თავდამსხმელის განეიტრალების შემდეგ, ექიმმა მუსაევმა მძიმედ დაჭრილი პილოტი გადაარჩინა და მისი მდგომარეობა დაასტაბილურა, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვებოდა“ | განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა.
 
ჰერცოგი ოთხივე კაცს პირადად ესაუბრა და ღრმა მადლიერება გამოხატა იმ საზრიანობის, სიმამაცისა და ურთიერთპასუხისმგებლობისთვის, რაც მათ უკიდურესი საფრთხის მომენტში გამოავლინეს.
 
პრეზიდენტმა ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობის საპრეზიდენტო ჯილდო 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დააწესა. ეს ისრაელის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა გმირობისთვის.