უცხოეთი
ციტატა დღეს ესტონეთმა ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა | მარგუს ცაჰკნა
1 ოქტომბერი, 2026 - 14:58
დღეს ესტონეთმა ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა | წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
"დღეს ესტონეთმა ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა. რუსეთი თავს ესხმის უკრაინულ პორტებს, ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს და შემდეგ ეძებს ახალ მარშრუტებს საკუთარი მარცვლეულისთვის. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ სექტემბერში გავაფრთხილე: ნუ გეგმავთ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ესტონეთის გავლით. დღეს ეს გაფრთხილება კანონად ვაქციეთ. ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბალტიისპირეთის პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტად არ იქცეს. რუსეთს არ შეუძლია აწარმოოს აგრესიული ომი და თან ელოდოს, რომ მისი სავაჭრო ნაკადების შენარჩუნებაში დავეხმარებით. ჩვენ არ დავეხმარებით მისი ომის დაფინანსებაში და არ გავაადვილებთ მისი აგრესიის გაგრძელებას" | წერს მარგუს ცაჰკნა.