რუსეთმა უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გააძევა
რუსეთმა უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გააძევა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ რუსეთში უნგრეთის დროებით რწმუნებულს, გაბორ გერგიჩს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მკაცრი პროტესტი გამოეცხადა უნგრეთის ხელისუფლების მიერ 2026 წლის 8 სექტემბერს რუსი დიპლომატიური თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევების უსაფუძვლო და მტრულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიღებული საპასუხო ზომების ფარგლებში, მოსკოვში უნგრეთის საელჩოს, ასევე სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში უნგრეთის გენერალური საკონსულოების თანამშრომელთა ჯგუფს დაევალა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება ორი კვირის ვადაში.