უცხოეთი

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სამარაში კი დაბომბილია ЛПДС „სამარა“

2 ოქტომბერი, 2026 - 09:12
უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სამარაში კი ნავთობის ობიექტს დაარტყეს | ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. 
 
სამარაში, სავარაუდოდ, დაბომბილია ЛПДС „სამარა“, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი სარეზერვუარო პარკია და „ტრანსნეფტის“ სისტემის ნაწილს წარმოადგენს | ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინელები წუხელ თავს სწორედ უმსხვილეს სანავთობო, სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ჰაბს დაესხნენ.
 
აღნიშნული ობიექტის ფართობი, როგორც მედია წერს, 216 ჰექტარზე მეტია. იქ განლაგებულია 71 რეზერვუარი, რომელთა ჯამური მოცულობაც 1,6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ნავთობია, ასევე ნავთობის გადამქაჩავი ორი სადგური: „სამარა-1“ და „სამარა-2“ და ნავთობის შერევის კიდევ ერთი ცალკეული სადგური. ასევე, ЛПДС „სამარაში“ ერთიანდება ერთბაშად ოთხი მაგისტრალური ნავთობსადენი: „ალმეტიევსკი - კუიბიშევი“, „კალტასინსკი - კუიბიშევი“, „ნიჟნევარტოვსკი - კურგანი - კუიბიშევი“ და „გურიევი - კუიბიშევი“.
 
ობიექტზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამარის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე ქალაქში აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ, განსაკუთრებით ძლიერი ხმა დაახლოებით 06:30 საათზე გაისმა. მოგვიანებით სამარის მერმა, ივან ნოსკოვმა განაცხადა, რომ მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, მეტროპოლიტენი კი თავშესაფრის რეჟიმში მუშაობს: „სარაკეტო საფრთხე გაუქმდა, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე ჯერ კიდევ ნარჩუნდება“.