თქვენ აქ უზომოდ დიდი უბედურება მოიტანეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენ წინააღმდეგ იქამდე, სანამ აქედან არ წახვალთ | ბილეცკი დატყვევებულ რუსებს
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანამემამულე დამწყევლის - ჰო, ჩვენთან ეს არ უყვართ, დაძაბულობაა... ყველანი ითხოვენ შურისძიებას. და გასაგებიცაა, რატომ. იმიტომ, რომ თქვენ აქ უზომოდ დიდი უბედურება მოიტანეთ. იმდენი ბავშვი დაიღუპა, იმდენი ქალი დაიღუპა, რომ მე მშვენივრად მესმის ჩემი თანამემამულეების გრძნობები.
თქვენ იღბლიანი ბილეთი შეგხვდათ... გაგიმართლათ. გულახდილად გეტყვით, ორ თვეში აქ ბევრად უფრო უარესი მდგომარეობა იქნება, ვიდრე დღესაა... თქვენგან ვინც უფრო ჭკვიანია, შეეცდება ეს ისტორია უკრაინის ტყვეობაში გადააგოროს.
ზოგიერთ თქვენგანს გაცვლიან და ესეც კარგია, რადგან მარიუპოლის გამო ჩემი ბევრი აღზრდილიც, მეგობარიც და ამხანაგიც ტყვეობაში აღმოჩნდა. ამიტომ თქვენი გაცვლა აუცილებელია და ეს ჩვენთვისაც კარგია...
მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი უბედურება მოიტანეთ, გულწრფელად, ბოროტებას არ გისურვებთ. გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მეტი თქვენი თანამემამულე აღმოჩნდეს ასე, თქვენსავით, ამ სტატუსში. მაშინ, ღვთის წყალობით, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. იმიტომ, რომ სხვანაირად ის არ დასრულდება. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენ წინააღმდეგ ზუსტად იქამდე, სანამ აქედან არ წახვალთ" | მიმართა ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ ოპერაცია ვივალდის დროს, ტყვედ ჩავარდნილ რუსებს.
უკრაინის მესამე საარმიო კორპუსმა ოპერაცია „ვივალდის“ მესამე სეზონი დასრულების შესახებ ინფორმაცია 3 დღის წინ გაავრცელა. კონტრშეტევით ოპერაციის ბოლო ეტაპზე, უკრაინამ გაათავისუფლა 51 კმ² , ხოლო ოპერაციის დაწყებიდან სულ 176 კმ². რუსების დანაკარგი 2 000 სამხედროს შეადგენს, ხოლო 250-ზე მეტი ოკუპანტი ტყვედ ჩავარდა.