უკრაინა მზად არის ზავისთვის, თუმცა კონკრეტული კომბინაციით: ენერგეტიკა და შავი ზღვის პორტები | სიბიჰა
უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის ოთხი წინადადება მიიღო ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტისა და აშშ-სგან და მზად არის რუსეთთან ზავის სხვადასხვა ვარიანტისთვის | ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში, ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა.
სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის ზავის სხვადასხვა ფორმატისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა შეეხება ენერგეტიკასაც და შავ ზღვასაც.
"ჩვენ გვაქვს ოთხი წინადადება. ყველაზე ფართო - ინდოეთის წინადადებაა. ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული და შავი ზღვის ზავისთვის, მაგრამ მხოლოდ ასეთ კომბინაციაში. ენერგეტიკა და ზავი შავ ზღვასა და პორტებში. ეს არის სრული ენერგეტიკული ზავი, დარტყმების შეწყვეტა ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, მათ შორის პორტის ინფრასტრუქტურაზე"| განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ანალოგიური წინადადებებით თურქეთი და ეგვიპტეც გამოვიდნენ - "ქვეყნებმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შემოგვთავაზეს, რაც მიზნად ისახავს მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას".
მეოთხე წინადადება წარადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. სიბიგამ განაცხადა, რომ კიევი მზად არის ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტისთვის, მათ შორის ფრონტის ხაზის გასწვრივაც.