პუტინმა უკრაინაზე საჰაერო დარტყმებზე ყველა შეზღუდვის მოხსნის ბრძანება გასცა | ზელენსკი
პუტინმა სამხედრო სარდლობას დაავალა, უარი თქვან ომის წესების დაცვაზე და უკრაინაზე დარტყმების ყველა შეზღუდვა გააუქმა | ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ Financial Times-ს უკრაინული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადა.
„მან თქვა, რომ ახლა უკვე არანაირი წესები აღარ არსებობს“, | განაცხადა ზელენსკიმ და მიუთითა სადაზვერვო მონაცემებზე, რომლებიც კრემლის წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსაც მოიცავდა.
ზელენსკის თქმით, პუტინმა ეს ბრძანება სექტემბერში გასცა, როდესაც რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიშები გააძლიერა და სკოლებზე, საავადმყოფოებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებზე დაიწყო თავდასხმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სკოლაზე მიტანილი დარტყმა თვალნათლივ აჩვენებს, თუ რამდენად მასობრივი გახდა მსგავსი სამიზნეების შერჩევა.