უცხოეთი

ევროკომისიამ უკრაინას 2,9 მილიარდი ევრო გამოუყო

2 ოქტომბერი, 2026 - 16:51
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური საჭიროებების მხარდასაჭერად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად 2,9 მილიარდი ევრო გამოუყო. ცნობილია, რომ თანხა მოიცავს 800 მილიონ ევროს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, „უკრაინის ფონდის“ კომპონენტის მიხედვით პირველად გაიცემა
 
„იმ ფონზე, როდესაც უკრაინა თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან, ის ასევე აგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას „უკრაინის გეგმის“ ფარგლებში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინის ფინანსური სტაბილურობის დაცვასა და იმ ინვესტიციების მხარდაჭერას, რომლებიც საფუძველს ჩაუყრის მის მომავალ აღდგენას. რადგან ევროპული სოლიდარობა კონკრეტულ მხარდაჭერას ნიშნავს. ევროპა უკრაინის გვერდით იდგება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“ | აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა