საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში 15 წლის გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ არასრულწლოვანი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საქანელაზე ქანაობდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე თოკები გადაიგრიხა - სწორედ ამან იმსხვერპლა გოგონა. გამოცემის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.