კრიმინალი

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

1 სექტემბერი, 2026 - 20:52

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ცნობილია, რომ ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ ნახეს. ჭალაადის მდინარესთან იყო ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილიც.