თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს - ის ამ წუთებში საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანეს, პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ამ დროისთვის გაურკვეველი მიმართულებით გადაჰყავთ. ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია. ადვოკატის ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ.
"ჩემი კოლეგა აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ [განხორციელდა] ძალადობა, რასაც პირადად მე არ შევსწრებივარ, სამწუხაროდ. თუმცა იყო ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. არ მინდა ამ დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი. მას აქვს იარაღი, რომელიც არის მის სახელზე რეგისტრირებული, ერთი ცეცხლსასროლი იარაღი. არ ატარებდა თან, რა თქმა უნდა. სისხლის სამართლის მუხლით არ არის დაკავებული... ამ ეტაპზე ბრალდებული არ არის, უბრალოდ მის სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება" - ამბობს ადვოკატი.
როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.