2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს, ამ შემთხვევაში, ციხეებში, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით | კალაძე
2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს, ამ შემთხვევაში, ციხეებში, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით | ამბობს კახა კალაძე ჟურნალისტებთან.“ეს ყველაფერი არასერიოზულია. ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს დავასრულეთ. 2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს, ამ შემთხვევაში ავიღოთ ციხეები, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს და არც ყოფილა. იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ის პატიმარია თუ სხვა საქმიანობითაა დაკავებული ექიმია, ბიზნესმენი თუ მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ღირსება - ადამიანის ღირსებას არავინ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, ციხეებში...
დიახ, ვნახე [კადრები] - როგორც ყველამ, ისე ვნახე მეც. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნება. ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, უამრავმა ადამიანმა გამოცადა საკუთარ ოჯახსა და ახლობლებზე - ბიზნესის რეკეტი თუ არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. არაერთი ვიდეომასალა გვაქვს ნანახი, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს, როგორ გამოჰყავდათ, აკრავდნენ მანქანაზე და რა ხდებოდა შემდეგ. არ მინდა ამ ყველაფრის გახსენება. ეს ყველაფერი დამთავრდა და ჩაბარდა წარსულს. დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები, ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ - განაცხადა კალაძემ.