პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი, ადრე თუ გვიან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებასთან შეუთავსებელი გახდება | გერმანიის საგარეო

4 ოქტომბერი, 2026 - 12:20

"საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის გაგრძელება, ადრე თუ გვიან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებასთან შეუთავსებელი გახდება. საქართველოში ამ პოლიტიკური ფონდების საქმიანობის შესახებ ისაა, რომ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და კვლავაც შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულს გამოთქვამს ფონდების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვანია დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის.

საქართველოს ხელისუფლებას ნათლად გავაცანით ჩვენი პოზიცია და გამოვხატეთ სრული გაურკვევლობა გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც აღნიშნულ მოვლენას, ფონდების დახურვას დაედო საფუძვლად. საქართველო უკვე დიდი ხანია მძიმე შიდაპოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. ამ კრიზისის და მისი გამომწვევი პოლიტიკის გამო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე გარკვეული ხანია გაყინულია."[ ფორუმულა] | ამბობს გრემანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილე მარტინ გიზე საქართველოში მოქმედი გერმანული ფონდების - კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდების დახურვასთან დაკავშირებით.

ფონდებმა ე.წ. გრანტების კანონის გამო, მუშაობა იძულებით შეაჩერეს.