კრიმინალი

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

4 ოქტომბერი, 2026 - 21:19

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაზარლოში მოხდა, რა დროსაც, როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.