რუსეთთან დათმობაზე წასვლის მოწოდების შემდეგ გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს
რუსეთთან დათმობაზე წასვლის მოწოდების შემდეგ უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს | უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათთან ყოველთვის არის ადგილი დისკუსიისა და ცხარე დებატებისთვის, ეს არ უნდა შეეხოს „ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს“.
„ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს - არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან“ | ნათქვამია განცხადებაში.
გასული კვირის ბოლოს, გონჩარენკომ პოსტი გამოაქვეყნა - „ამჟამად რეალობა ასეთია: ომს ვაგებთ, უამრავ ადამიანს ვკარგავთ; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის სამართავადაც კი”, - დაწერა გონჩარენკომ.