სიკვდილმისჯილი ქალი, რომელიც ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, გონს მოვიდა
სიკვდილმისჯილი ქალი, რომელიც ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, გონს მოვიდა | ინფორმაციას BBC ადვოკატების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, 50 წლის პაიკი საავადმყოფოში კვლავ კრიტიკულ სამედიცინო მზრუნველობას იღებს, „საწოლზე ხელბორკილებით მიჯაჭვული“.
პაიკი, რომელსაც სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა, გასულ ოთხშაბათს ტენესიში ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ სამედიცინო პერსონალი მის ორგანიზმს შეყვანილი ქიმიური ნივთიერებისგან წმენდდა. ექსპერტები და მისი იურიდიული გუნდი აცხადებენ, რომ მისი გამოჯანმრთელება უპრეცედენტოა. ქრისტა პაიკი ითვლება ერთადერთ ადამიანიად, ვინც სასიკვდილო ინექციას გადაურჩა.