ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოუყო | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დაფინანსება ფარავს უკრაინული საწარმოების მიერ წარმოებულ დრონებს, დრონების გადამჭერებს, დრონების საბრძოლო მასალასა და რაკეტებს.
"რუსეთი აგრძელებს ტერორის განზრახ სტრატეგიას და ცდილობს უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. დღევანდელი გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას - ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის მხარდაჭერის სესხი ითვალისწინებს დახმარებას 2026-2027 წლების პერიოდში, რომლის ინდიკატორული განაწილებაა 60 მილიარდი ევრო თავდაცვისთვის და 30 მილიარდი ევრო საბიუჯეტო დახმარებისთვის. მხოლოდ 2026 წელს გათვალისწინებულია 28,3 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების მხარდასაჭერად. უახლოეს კვირებში გაგრძელდება დამატებითი თანხების გამოყოფა 2026 წლის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში.