უცხოეთი

უკრაინელებმა რიაზანის ოლქში Яндекс-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრსა და ჩარხმშენებელ ქარხანას დაარტყეს

8 ოქტომბერი, 2026 - 11:08

უკრაინელებმა რიაზანის ოლქში Яндекс-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრსა და ჩარხმშენებელ ქარხანას დაარტყეს | ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში დარტყმა განხორციელდა ჩარხმშენებელ ქარხანა «Саста»-ზე, საწარმოს აღჭურვილობა გამოიყენება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის, აეროკოსმოსურ, სატრანსპორტო და მძიმე მრეწველობაში. საწარმო ასევე იმყოფება საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ქარხანა აწარმოებს მაღალი სიზუსტის ლითონდამუშავების ჩარხებს რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, სამხედრო ტექნიკის დეტალებისა და კვანძების დასამზადებლად. ობიექტის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია Яндекс-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრი. ობიექტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია.