უცხოეთი

აშშ ციმბირიდან ჩასულ მგზავრებს შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აკონტროლებს

8 ოქტომბერი, 2026 - 11:22

აშშ ციმბირიდან ჩასულ მგზავრებს შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აკონტროლებს | ინფორმაციას Axios ავრცელებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტში სპეციალური ჯანდაცვის საგუშაგოა მობილიზებული. მათივე ცნობით, სწორედ ამ აეროპორტში ჩადის ციმბირიდან აშშ-ში მგზავრის უმეტესობა. CDC-ში აცხადებენ, რომ აშშ-ისთვის საფრთხის დონე უკიდურესად დაბალია. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით კი, რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

რუსეთში შავი ჭირისგან დასაცავად რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა - ალუმინის ქარხანაში პირბადეების ტარების რეჟიმი დააწესეს. 2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ.