უცხოეთი

სტამბოლში 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი - 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

8 ოქტომბერი, 2026 - 13:37
სტამბოლში 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი - 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი | ინფორმაციას Turkiye Today ავრცელებს და წერს, რომ სამაშველო ჯგუფები სამუშაოებს განაგრძობენ. მათივე ცნობით, ჯევიზლის უბანში, დოღუს ქუჩაზე მდებარე შენობა ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც მისი პირველი სამი სართულის დანგრევა გამოიწვია. შესაბამისმა სამსახურებმა შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:40 საათზე მიიღეს და ადგილზე საგანგებო ჯგუფები სასწრაფოდ გაგზავნეს. სამართალდამცავებმა მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყეს.