ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა. მანამდე კახიძე ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
დღემდე აღნიშნულ პოსტს მამუკა ჩელებაძე იკავებდა, რომელმაც 2025 წლის სექტემბრიდან ირაკლი დგებუაძე ჩაანაცვლა.