უცხოეთი

პუტინმა დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა

9 ოქტომბერი, 2026 - 09:17

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. პრესსამსახურის თანახმად, პუტინმა მედიიდან შეიტყო, რომ მისი ძველი მეგობარი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით, კერძოდ კი სუპერმარკეტების ქსელ Hyperglobus-ის საქმეებზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი თავისთან მიიწვია.

კრემლმა მათი შეხვედრის ფოტოც გაავრცელა. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში იყო. ცოტა ხნის წინ კი ის რუსული საცალო ქსელის, Hyperglobus-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. სწორედ ამ სტატუსით ეწვია იგი მოსკოვის ერთ-ერთ ფილიალს 7 ოქტომბერს.