იყო დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი, როდესაც თავი იჩინა პრობლემებმა კორუფციის მიმართულებით | კობახიძე
"მთელ ამ პერიოდში იყო დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი, როდესაც გარკვეული სუბიექტური არასწორი ქმედებების გამო თავი იჩინა პრობლემებმა კორუფციის მიმართულებით... ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული თავდაცვით იმ თავდასხმების მიმართ, რაც ხორციელდებოდა ქვეყნის გარედან, რომ ყველაფერზე კონცენტრირება იყო რთული. დღეს ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შეგვიძლია თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებული როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ისე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე. კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი, როგორც არამარტო ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში, აქ არის მუდმივი ბრძოლა საჭირო" | ამბობს კობახიძე