შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით | გაერთიანებული სამეფოს მთავრობა
"გაერთიანებული სამეფოს პოზიცია სრულიად ნათელია. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ უკრაინისთვის იმ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიწოდება, რომელიც მას თავის დასაცავად სჭირდება" | ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში, რომელიც დიზელის საწვავთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ გავრცელდა.
"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ყველაზე მკაცრი სანქციების რეჟიმის მეშვეობით, რაც გაზრდის პუტინის აგრესიის ფასს და მხარს დაუჭერს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობებს. უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ სერიოზულად უყურებს მშვიდობას, მაგრამ რუსეთმა არაერთხელ უარყო სრული და ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა, ამავდროულად განაგრძო თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ რესურსებზე. რუსეთს შეუძლია ამ ომის დასრულება დღესვე. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერისკენ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პარტნიორებთან ერთად ვითანამშრომლებთ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად." | ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს, ოთხი მილიონ რვაასი ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა მოსკოვს დროებით სანქცია მოუხსნა და მოტივად საწვავის ფასების შემცირება დაასახელა.
გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა 9 პქტომბერს, სატელეფონო საუბარი პუტინთან.
"ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სადაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკულ და გლობალურ ბაზარს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1 000 000 ტონას უშუალოდ ამის შემდეგ. გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის.
ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების ფონზე, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, მართლაც, მთელი მსოფლიოსთვის, დაეცემა სარეკორდო მაჩვენებლებით და თანაც სწრაფად! ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი დიადი ფერმერებისთვის, რანჩოს მფლობელებისთვის და სატვირთოს მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია.
ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი!
გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის" | წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში