„ეს არის აშშ-ის პოლიტიკა. ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ რამხელა კამპანია მოყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ“ | თქვა კობახიძემ
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინთან „წარმატებული მოლაპარაკების“ შემდეგ „რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკულ და გლობალურ ბაზარს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1 000 000 ტონას უშუალოდ ამის შემდეგ. გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის