აშშ-ის მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი ტერორიზმის დამფინანსებელია | სენატორი მერფი ტრამპი-პუტინის შეთანხმებაზე
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი ტერორიზმის დამფინანსებელია. ვიცი, რომ ეს პოლიტიკურად და გადაჭარბებულად ჟღერს, მაგრამ ეს ფაქტობრივი სიმართლეა. რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში მასშტაბურად, ხოლო ტრამპი მიზანმიმართულად აფინანსებს მათ მცდელობებს.“ | წერს X-ზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი სენატორი, კრის მერფი.
სენატორმა ტრამპის ადმინისტრაცია დიზელის საწვავზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმების გამო გააკრიტიკა.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინთან „წარმატებული მოლაპარაკების“ შემდეგ - „რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკულ და გლობალურ ბაზარს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1 000 000 ტონას უშუალოდ ამის შემდეგ. გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის" | განაცხადა ტრამპმა.