საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ირანის მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუთებმა აეროპორტს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რასაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, აშშ-ის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, იორდანიის, პალესტინის, სირიისა და სუდანის მოქალაქეები. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ერ-რიადის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს. საუდის არაბეთის კოალიციამ ჰუთებს სამხედრო დანაშაულში დასდო ბრალი და მკაცრი პასუხით დაემუქრა.