აშშ-ის კონგრესში წარადგენენ ორპარტიულ კანონპროექტს - „რონალდ რეიგანის აქტი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ | ინფორმაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი ავრცელებს
„ჩვენ წარვადგენთ ორპარტიულ კანონპროექტს, რათა დაიბლოკოს რუსული ნავთობის ნებისმიერი და ყველა სახის შესყიდვა. მას ერქმევა „რონალდ რეიგანის აქტი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“. კანონპროექტი განსახილველად სპეციალური პროცედურის მეშვეობით გავა და მას მხარს აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს."| წერს X -ზე ფიცპატრიკი.
ის ამ ნაბიჯით პასუხობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსულ დიზელზე სანქციების შემსუბუქების შესახებ. 9 ოქტომბერს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსულ დიზელზე დაწესებული სანქცია დროებით მოხსნა.