თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს | ზელენსკი ტრამპს
პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია ამა თუ იმ ლიდერის არჩევა | განუცხადა ზელენსკიმ ABC News-ს სატელევიზიო ინტერვიუში დონალდ ტრამპის პასუხად, რომელმაც გუშინ, 10 ოქტომბერს თქვა, რომ დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს.
ამავე ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს
„გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე - 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის - და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“. | მიმართა ზელენსკიმ ტრამპს ტელეინტერვიუს მეშვეობით.
ზელენსკის ბევრჯერ შეეძლო ომის დასრულება, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ვფიქრობ, დროა უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს, რომელსაც შეუძლია გარიგების დადება | განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 10 ოქტომბერს ჟურნალისტებთან