უცხოეთი

ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში „ენერგეტიკული ზავი“ მოქმედებს | ტრამპი

11 ოქტომბერი, 2026 - 20:07
„ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში „ენერგეტიკული ზავი“ მოქმედებს - ამაზე ორივე მხარე შეთანხმდა. არ დაარღვიოთ! გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“ | წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
 
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლეა. მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ზავზე თანახმა არიან, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პუტინთან შეათანხმა, გთხოვთ, გვითხრათ, როდის იწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და დავთანხმდებით“ | უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-ის ჟურნალისტს ბარაკ რავიდს