უცხოეთი

რუსეთი 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმში ჩაერია | ბრიტანეთის პრემიერმინისტრი

12 ოქტომბერი, 2026 - 10:04

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ენდი ბერნემმა პირველად საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმში ჩაერია. მისი განცხადება ეყრდნობა სადაზვერვო ბრიფინგიდან მიღებულ ცნობებს, რომელიც მან თანამდებობის დაკავების შემდეგ მიიღო:

"მე დაუნინგ სტრიტზე გამოსვლისას დავსვი კითხვა, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის რეფერენდუმში? მკაფიო პასუხი მივიღე, რომ დიახ, ჩაერია“ | აღნიშნა ენდი ბერნემმა ბრიტანულ პოლიტიკურ პოდკასტში - The Rest Is Politics.

ენდი ბერნემს ჩარევის ფორმები ინტერვიუში არ დაუკონკრეტებია.