გერმანია უკრაინისა და მისი მთავრობის გვერდით დგას და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტს მისი რთული მოვალეობების შესრულებაში - ვადეპული
„გერმანია უკრაინისა და მისი მთავრობის გვერდით დგას და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტს მისი რთული მოვალეობების შესრულებაში“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა.
მისი განცხადება დონალდ ტრამპის მოწოდებას მოჰყვა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი აირჩიოს.
„ჩვენ არ გვჭირდება ზეწოლის შემსუბუქება, პირიქით, პუტინზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა ის მოლაპარაკებებისთვის მზად იყოს. სწორედ ამას მოითხოვს არსებული ვითარება და სწორედ ამას უჭერს მხარს გერმანიის მთავრობა“ - განაცხადა ვადეპულმა.
10 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების სურვილის არქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს. 11 ოქტომბერს ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ სფეროში „ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა, რაც ორივე მხარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას გულისხმობდა. თუმცა, მალევე რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მდებარე ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში.