პოლიტიკა ციტატა

ზიზღი აქვთ ქართველების მიმართ | პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე, რომლებიც მის, ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის დასანქცირებას ითხოვენ

12 ოქტომბერი, 2026 - 13:48

“პატივია, როდესაც ასეთ შემადგენლობაში დავსახელდები მეც და მინდა შეგახსენოთ, მესამე შემთხვევაა უკვე, როდესაც მასახელებენ, ასე, რომ უკვე სამჯერ ნომინირებული ვარ ამ მნიშვნელოვან პრემიაზე ევროპარლამენტის მხრიდან. ეს ხუმრობით, მაგრამ რთულია, რომ ხუმრობის გარეშე შეაფასო ევროპარლამენტის მოქმედება. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ზიზღი ქართველების მიმართ და მაგონებს 1989 წლის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას" | ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას, რომელშიც ივანიშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილის დასანქცირების მოთხოვნაა. 

ივანიშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილის დასანქცირება ევროპარლამენტმა 8 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით მოითხოვა.