“მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი, ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
კომპენსაციის რაოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. " | განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ იმ ოჯახებისთვის, ვინც არ შეიტანენ კომპენსაციის მიღებაზე განაცხადს, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა