12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ | კობახიძე
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მე მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე... მინისტრებზეც სპეკულირებენ, რომ მინისტრს აქვს პენსიონერზე 30-ჯერ მეტი ხელფასი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს რაც აქვს, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000-ს ლარს ხო ახალი მაჩვენებლებით. 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ