პოლიტიკა

ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ „ქართული ოცნება” მათ ამას ართმევს - კაია კალასი

12 ოქტომბერი, 2026 - 20:17

„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება. სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე და „უცხოური აგენტების კანონი” სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ „ქართული ოცნება” მათ ამას ართმევს. საქართველოსადმი ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის და არც ევროპის სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების საშუალებას გვაძლევს. ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.