ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული კიდევ ერთი ტანკერი აფეთქდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული კიდევ ერთი ტანკერი აფეთქდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ნაღმზე აფეთქებული უკვე მესამე ტანკერია და ის 750 ათასი ბარელი ნავთობით იყო დატვირთული.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ სრუტეში გემები მათ მიერვე დაგებულ საზღვაო ნაღმებზე ფეთქდებიან, რადგან არღვევენ ირანის მიერ დაწესებულ ნავიგაციის წესებს, თიშავენ GPS სისტემებს და აკრძალული გზებით გადაადგილდებიან.