პოლიტიკა

აქტივისტებს რომ გვიჩივლა პატრულმა ნიკოლოზ თორდიამ, პოლიციიდან წასულა და გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს | აქტივისტი მარიამ სიჭინავა

12 ოქტომბერი, 2026 - 23:11

აქტივისტებს რომ გვიჩივლა პატრულმა ნიკოლოზ თორდიამ, პოლიციიდან წასულა და გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს - ამის შესახებ აქტივისტი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს


„ნახევარ ზუგდიდს რომ გვიჩივლა პატრულმა ნიკოლოზ თორდიამ, მერე თბილისელ აქტივისტებსაც რომ გადასწვდა, პოლიციიდან წასულა და გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს. სულ რომ გერმანიაში მომიწიოს ჩასვლა, ნიკოლოზ თორდიაზე მივაწვდი ინფორმაციას ყველას. ჩემი შვილის სახელის ხსენებისთვის, ჩემი შვილის დოკუმენტების, ვითომ მტკიცებულებებად სასამართლოში წარდგენისთვის, შალვა ესართიას პატიმრობისთვის, უბრალოდ არ გაგახარებ ევროპაში, რომელიც ჩვენ გვინდოდა აქ გვქონოდა საქართველოში, მათ შორის შენთვისაც და შენ გვიშლიდი ხელს, როგორც რიგითი ჭანჭიკი" | წერს სიჭინავა